პროექტის სახელწოდება: ,,წყალი ჩვენი სიმდიდრეა”
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებთან ჩავატარე მინი ლექცია ,,წყალი”,შევაჯამეთ სახელმძღვანელოში ნასწავლი მასალა და მისი უფრო ღრმად შესწავლის მიზნით გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ პროექტზე . შევურჩიეთ სახელწოდება ,,წყალი ჩვენი სიმდიდრეა”
პროექტის აქტუალობა:
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე მცენარეთა,ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში,მოსწავლეები გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწაროებს,ფაბრიკებსა და ქარხნებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.გაეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობის შესახებ ყოფა–ცხოვრებაში,გამოიკვლევენ მდინარეებისა და წყალსაცავების ეკოლოგიურ მდგომარეობას.
მონაწილეთა ასაკი:14-15
ვადები/ხანგრძლივობა:სამი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნას ბლოგი,სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგებს,შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ,გადაღებული სურათებითა,შესრულებული ნახატებითა და პლაკატებით აწყობენ გამოფენას.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი,ინტერნეტი,
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
შევკრიბე საპროექტო ჯგუფი და გავაცანი სამუშაო გეგმა,შემდეგ დავყავი სამ სამუშაო ჯგუფად და თითოელ ჯგუფს მივეცი შემდეგი დავალებები:
I–ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია წყლის როლის შესახებ მცენარეთა ,ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში,დაიხმარონ ბიოლოგიის მასწავლებელი და მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
II–ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია თუ როგორია მდინარეებისა და წყალსაცავების ეკოლოგიური მდგომარეობა ,ინფორმაციის მოძიებისათვის ჯუფი უნდა დაუკავშირდეს კოლხეთის დაბლობის ეკოლოგიის სამსახურს,ინფორმაცია წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
III–ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინტერნეტში წყლისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები და წარმოადგინონ ფოტო ალბომის სახით.
საპროექტო ჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაჯერონ მოძიებული ინფორმაცია და მოემზადონ პროექტის პრეზენტაციისათის.
საგნებთან/საგნობრივ ფგუფთან კავშირი–ბიოლოგია,გეოგრაფია,ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი:შორენა ბართია
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:shorenabartia.blogspot.com